ქუთაისის 69-ე და 71-ე უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და როგორც კომიისის თავმჯდომარეებმა რადიო “ძველ ქალაქს” უთხრეს, საარჩევნო უბნებზე ამ დრომდე დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, არც საჩივრები დაწერილა და პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.
“07:00 საათზე 15 კომისიის წევრით გავხსენი უბანი. 12 საათისთვის აქტივობა იყო 214 ადამიანი. 26 გადასატან ყუთში. ყუთი დაბრუნდა ადგილზე.”- 69-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე ინგა ხეცაძე
” უბანი გავხსენით 08:00 სთზე. ვიყავით ყველა წარმომადგენელი. მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები ჩვენს უბანზე. აქტივობაც არის. არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. არც საჩივარი დაწერილა და ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე ასე ჩავატარებთ.”- მანანა კიკნაველიძე 71-ე უბნის თავმჯდომარე