გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ხმა თვითმმართველობის გაძლიერებას და ქალაქის კეთილდღეობას მისცა.
,, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება, კოალიციური მთავრობა და ყველაფერ ამის სასარგებლოდ მივეცი ხმა. ხმა მივეცი პრულარიზმს , მრავალფეროვნებას, თვითმმართველობის გაძლიერებას და ჩვენი ქუთაისის უკეთეს მომავალს,”-ამბობს ხატია დეკანოიძე.
საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქუთაისში სულ 124 უბანია და რეგისტრირებულია 153746 ამომრჩეველი. ქალაქის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: ხატია დეკანოიძე გაერთიანებული ოპოზიციიდან და იოსებ ხახალეიშვილი ,,ქართული ოცნებიდან”. პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.