ტვ მედია პრესის ჟურნალისტი, გიგა გელხვიიძე ქუთაისის მე-14 საარჩევნო უბანზე სცემეს.
როგორც გიგა გელხვიიძე ყვება, დააფიქსირეა კოორდინატორები, რომლებსაც ამომრჩეველთა სია ეჭირათ და მითითებული იყო ვისთვის რამდენი თანხა უნდა გადაეხადათ, რის შემდეგაც გადაღება დაიწყო, ამან კი კოორდინატორის გაღიზიანება გამოიწვია.
,,დავაფიქსირე სია, სადაც აღწერილია ამომრჩევლების პირადი მონაცემები, წერია ვის რამდენი თანხა უნდა გადაუხადონ. არის სურათებიანი სიაც. ასევე აღმოჩენილია ,,ქართული ოცნების” წევრის მაგდა კოსტავას სახელი და გავრი, რომელიც სავარაუდოდ, ამ ყველაფერს კურირებს. ეს სიები წავართვი და გადაღება დავიწყე, სწორედ ამ დროს მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა,”-ამბობს გიგა გელხვიიძე.
საარჩევნო უბანზე ამბობენ, რომ გიგა გელხვიიძე უბანზე უკანონოდ შეიჭრა და დაზარალებულნი თავად არიან.