ქუთაისის ოპერის თეატრში მომღერალ პაატა ბურჭულაძის არშეშვებასთან დაკავშირებით კომენტარი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირინე ლომინაძემ გააკეთა.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე მასთან მივიდა როგორც პოლიტიკოსი და არა როგორც მომღერალი, ამიტომ უარი თქვა მასთან შეხვედრაზე. ირინა ლომინაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ თეატრმა მომღერლის მისვლისთანავე კარანტინი გამოაცხადა და ამბობს, რომ ეს სიცრუეა.
,, ჩემთვის არავის მოუმართავს თეატრში შემოშვებაზე. დამირეკა ამირან ხვადაგიანმა და მითხრა, რომ პაატა ბურჭულაძეს ჩემი გაცნობა სურდა. ვუთხარი, რომ როგორც მომღერალს, პაატას დიდ პატივს ვცემ და ბედნიერი ვიქნები თუ ოდესმე ჩვენს თეატრში იმღერებს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს მას არ შევხვდები. ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება, პატივს არ ვცემ იმ პარტიას, რომლის გვერიდთაც პაატა ბურჭულაძე დგას. ვიცი პაატა ბურჭულაძის, როგორც მსოფლიო ბანის წონა, მაგრამ ის მოსული იყო პოლიტიკური მოტივით, ამიტომ უარი ვთქვი მასთან შეხვედრაზე. ტყუილია თითქოს როცა პაატა მოვიდა, თეატრი დავკეტეთ, წარმოუდგენელი ტყუილი იკადრეს,’’-ამბობს ირინე ლომინაძე.
დღეს პაატა ბურჭულაძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის თეატრში არ შეუშვეს. Როგორც პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მისვლისთანავე თეატრმა მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს.