ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც არჩეული იქნება შერიფი –  ამბობს ხატია დეკანოიძე

ნაცმოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე  ვიცე-მერობის კანდიდატები: ანა ნაცვლიშვილი, იმედა კლდიაშვილი, რევაზ ჩომახიძე და თემურ ცამციშვილი წარადგინა.  დეკანოიძემ  მხარდამჭერებს ქალაქის განვითარების გეგმაც გააცნო.

მისი თქმით,  გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისს დაუბრუნდება საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ბავშვების კვება სკოლაში უფასო იქნება და ქალაქი გახდება რეგიონალური კულტურის ცენტრი.

„მე ვიქნები სიტყვა, საქმე და ხმა თითოეული ქუთაისელის. ჩვენ ქუთაისს დავუბრუნებთ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს. გამარჯვების შემთხვევაში ბავშვების კვება სკოლაში იქნება უფასო, აღარ იქნება ყოველდღიური საზრუნავი მშობელს. ასევე, ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება არჩეული შერიფი, ქუთაისს ექნება ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტი. ქუთაისი იქნება რეგიონალური კულტურის ცენტრი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ფოტო:საზმაუ

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *