„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ,ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გადასხმების პარალელურად გარკვეული სახის საკვებიც მიიღო.
მისი თქმით, ამას ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც “კლოუნადის” დადგმის საშუალება ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ.
„რაც შეეხება შიმშილობას, როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, როგორც სააკაშვილი ამას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ გადასხმა გაკეთდა, მაგალითად არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები, ამას, ბუნებრივია, ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც “კლოუნადის” დადგმის საშუალება ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ.
,, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.