ქუთაისში წყალარინების პროექტი აღარ განხორციელდება, – ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა”ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრ, გიგა შუშანიას თქმით, საქართველოს მთავრობამ გააუქმა სესხის ხელშეკრულება. მან დღეს პარლამენტის შესაბამისი დადგენილება გაასაჯაროვა,
რომლის თანახმადაც ხელისუფლება ამ პროექტის განსახორციელებლად უარს ამბობს ევროპის საინვესტიციო ბანკის 100 მილიონიან სესხზე.

“ქუთაისელებს კარგად ახსოვთ, როგორ პირდებოდა ბატონი ღარიბაშვილი და
როგორ აანონსებდა პირველი პრემიერობის დროს, რომ ქუთაისში
კანალიზაციის სისტემა მთლიანად გამოიცვლებოდა.

Ყოველი არჩევნების დროს ქართული ოცნების ჩინოვნიკები,
კანდიდატები,დადიოდნენ და ამ თემას აახლებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ,
მინდა გითხრათ, რომ ის 100 მილიონი ევრო, რომელიც მათ ქართული
ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან აიღეს, მე ხელთ მაქვს დადგენილება
საქართველოს პარლამენტის, რომელსაც ხელს აწერს ბატონი კახა კუჭავა,
სადაც წერია, რომ მთავრობამ უარი განაცხადა ამ სესხის აღებაზე და ამ
ფულის ქუთაისელთა ინტერესების გამოყენებაზე. უარს რატიფიცირება
გაუკეთა საქართველოს პარლამენტმა.

Ეს აღმოჩნდა ქართული ოცნების მორიგი ცრუ დაპირება და შეემატა იმ
დაპირებების რიცხვს, როგორიც არის რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია
ე.წ. ოცნების ქალაქის აშენება, გაპონოვის ქუჩის, 100 საფეხურიანი კიბის
რეაბილიტაცია.

Ქუთაისის მერს არ აღმოაჩნდა ელემენტარული უნარი იმისა, რომ
წინააღმდეგობა გაუწიოს ცენტრალურ ხელისუფლებას და დაიცვას ქუთაისელთა
ინტერესები”, – ამბობს გიგა შუშანია ჟურნალისტებთან
საუბრისას.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *