უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები და კვების ობიექტები მომხმარებლის მიღებას 23:00 საათამდე შეძლებენ, ნაცვლად 22:00 საათისა.

დაწესებული შეზღუდვების გამარტივების შესახებ, საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

“საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან, 1 საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.”- აცხადებს გიორგი ღიბრაძე. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, იხსნება კონცერტებსა და ფესტივალებთან დაკავშირებული შეზღუდვა არსებული რეგულაციების დაცვით.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *