ქუთაისის 124 უბნიდან 111-ის მონაცემებია დათვლილი.
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის ხატია დეკანოიძე ლიდერობს.
ხმები ასე გადანაწილდა:
ხატია დეკანოიძე – 43.20%
იოსებ ხახალეიშვილი -41,56%
გიორგი გოგუაძე-8.65%
ანდრო ლოსაბერიძე -5.05%
ირინა საღინაძე – 1.47%
არჩევნებზე 68 509 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44.53%-ს შეადგენს. აღნიშნული შედეგი გაზრდილია წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით. 2017 წელს ამომრჩეველთა აქტივობამ 35,36% შეადგინა.