ქუთაისში, მე-40 საარჩევნო უბანზე სიაში გარდაცვლი ადამიანი აღმოჩნდა.
ჯონი მეგრელიშვილმა , რომელიც საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა, სიაში სამი თვის წინ გარდაცვლილი დის სახელი და გვარი აღმოაჩინა.
,,ჩემი და, ლალი მეგრელიშვილი, ივლისის ბოლოს გარდაიცვალა. გაუგებარია რატომ არის ის დღემდე სიაში”, – ამბობს ჯონდო მეგრელიშვილი.
ქუთაისში, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დარეგისტრირებულია 19 პოლიტიკური პარტიული სია.
7 მაჟორიტარულ ოლქში დარეგისტრირებულია 52 კანდიდატი, მათ შორის 14 ქალი.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს – 5 კანდიდატია, აქედან ორი ქალი.