“ევროპული საქართველოს” დამკვირვებლის მტკიცებით, ქუთაისში 37-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა ორჯერ მისცა.
დამკვირვების თქმით, მან ამოიცნო მამაკაცი, რომელიც დილით იმყოფებოდა უბანზე, ამიტომ მოითხოვა, მისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ მიეცათ. უბნის თავმჯდომარემ მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, როს გამოც საჩივარი ადგილზე დაიწერა.
სალომე ქარჩხაძის თქმით, მას სიტყვიერად სხვა დამკვირვებლებიც დაეთანხმნენ, თუმცა საჩივარს ხელი არ მოაწერეს.
37-ე უბნის თავმჯდომარის მტკიცებით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული პიროვნება უბანზე მხოლოდ ერთხელ მოვიდა და მან ხმაც ერთხელ მისცა.
ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.