ჩეხი ანალიტიკოსი, კენეტ იალოვიცი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლას ეხმაურება.
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩასვლა და წინასაარჩევნოდ საკუთარ თავზე ყურადღების მიპყრობა “უპასუხისმგებლო” საქციელია.
“ძალიან სევდიანი და სამწუხარო მოვლენებია. ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრი იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოხდეს ქართველების სერიოზულ პრობლემებზე, რომელსაც ისინი ყოველ დღე აწყდებიან.
მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც და მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლოა ასეთი საქციელი.
ეს საქართველოსთვის დემოკრატიისგან უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
იმედი მაქვს, რომ ქართველები ამ ჩარევას, უბრალოდ, დააიგნორებენ”, – ამბობს იალოვიცი.