ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის ცნობით, 11:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 17,72%-ია, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს აქტივობა 19.41% იყო;
2017 წელს – 16.5%
2016 წელს – 19.81%
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს.