დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 32 522 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1929 შემთხვევა.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაავადებული 33 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1914-ით გაიზარდა.
29 სექტემბრის დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური – 5.93%;
ბოლო 7 დღის – 5.82%;
ბოლო 14 დღის – 6.16%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით გარდაცვლილია 8917 ადამიანი.