სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში, 19:07 საათზე მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7 კილომეტრში, სოფელ ირთან იყო.

ბიძგების სიმძლავრემ 3.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრით გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რაჭა სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია.
ყველაზე მძლავრი მიწისძვრა რაჭაში 1991 წლის 29 აპრილს, 09:12 საათზე მოხდა – სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრში კი, რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში, ინტენსივობა 9 ბალს აღწევდა.მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.

2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო.

წყარო: რეგინფო

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *