ქუთაისის მერიის განცხადებით, 2022 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი დაიწყო.
2022 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ჯამური ფონდი შეადგენს 100 000 ლარს.
ცალკეული პროექტის ბიუჯეტი კი არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება “შენი იდეა შენი ქალაქისთვის” ფარგლებში მოქალაქეებს შეუძლიათ იდეების წარდგენა ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებით.
ინიცირებული იდეები უნდა განეკუთვნებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას და შემდეგ სფეროებს:
• ინფრასტრუქტურის განვითარება
• სოციალური სფერო
• განათლება
• ახალგაზრდული საქმეები
• სპორტი
• შშმ პირების საჭიროებები
• ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არსებული სხვა საკითხები
პროექტში მონაწილეობის მსურველებს, იდეების რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
დეტალური ინფორმაციის მიღება და იდეების დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-პლატფორმაზე https://ideakutaisi.ge/