17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ19-ის ვაქცინაზე სულ 25 224 ორსულია რეგისტრირებული.

მათგან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილ ორსულთა რაოდენობა 552-ია.

ვაქცინის ერთი დოზა 1111 ორსულს აქვს მიღებული.

ვაქცინაციის პროცესში ჩართულ ორსულთა სტატისტიკური მონაცემები რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა.

ორსულებისა და მელოგინეების გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებულია ბოლო თვეებში, კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების ფონზე.

სტატისტიკაზე დაყრდნობით, კორონა ვირუსით გასულ, 2020 წელს, ქვეყანაში ერთი ორსული გარდაიცვალა, 2021 წელს – 14. მათგან 6 – ბოლო ერთ თვეში.

24 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 715 073 აცრა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *