,,ლეიბორისტული პარტიის’’ ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარობის კანდიდატის,

ირაკლი კიკვაძის მოთხოვნას, გაჩერებების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში პასუხობენ.

ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, რომ სატრასპორტო ნაკადების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება. Პროექტის ფარგლებში მოეწყობა მოსაცდელიც. ტენდერი უკვე დასრულეულია, სამუშაოებს საგზაო მოძრაობის ცენტრი განახორციელებს. Მერიის ინფორმაციით, პროექტი დასრულების ფაზაშია.

,,კონკრეტულ ლოკაციაზე განვახორციელებთ სამშენებლო სამუშაოებს. Აქ საუბარია კაპიტალურ პროექტზე, რომელიც ეხება სატრანპორტოი ნაკადების უკეთ მართვას. მოძრაობის მარეგულირებელ კუნძულებს საჭიროების მიხედვით შეეცვლება ფორმები და ადგილმდებარეობა, მოეწყობა შუქნიშნები, მათ შორის, მოეწყობა მოსაცდელიც. Პროექტი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ზუსტად როგორი იქნება, ამაზე ინფორმაციას ახლა ვერ მოგაწვდით,’’-ამბობს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, მირზა ხიდაშელი.

Რაც შეეხება,,ფორტუნა მედიას’’ შორის დადებული ხელშეკრულების შეუსრულებელ პუნქტებს, მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ,,ლეიბორისტული პარტიიდან’’, ირაკლი კიკვაძემ ქუთაისის მერია სიცრუეში დაადანაშაულა.

Როგორც ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, მერიამ მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში 111 გაჩერება რეაბილიტირებულია, რაც მისი თქმით, ტყუილია და ბევრ ადგილზე მოსაცდელი მოწყობილი საერთოდ არაა. ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, ქუთაისის მერიასა და კომპანია ,,ფორტუნა მედიას’’ შორის 2010 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანიას გაჩერებების რეკონსტრუქცია და მათზე დამატებითი ინფრასტრუქტურის განთავსება დაევალა, მაგრამ ხელშეკრულების ეს პუნქტი არ შესრულებულა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *