გუშინ, 8 სექტემბერს ქუთაისის მერიასა და საფეხბურთო კლუბ “ტორპედო ქუთაისის” მფლობელ კომპანია “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს” შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ქარქაშაძემ და “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” კანცლერმა ეკატერინე აზარაშვილმა მოაწერეს.
საფეხბურთო კლუბ “ტორპედო ქუთაისის” გასაყიდად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვებული და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” გახდა.
გარიგების თანახმად, კომპანიამ თავის თავზე აიღო კლუბის ყველა ვალდებულების დაფარვა.
ამასთანავე, კომპანია უზრუნველყოფს “უეფასა” და ეროვნული ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად კლუბის განვითარებას.
“თავის მხრივ, ქუთაისის მერია განაგრძობს ,,ტორპედოს”მხარდაჭერას და საკუთარი წვლილის შეტანას გუნდის შემდგომ განვითარებაში,”-აცხადებენ მერიაში.