ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ.
ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტებს სასოფლო ტექნიკა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გადასცეს.
,,ჩვენი ხელისუფლება არაერთი წელია ცდილობს სხვადასხვა პროგრამებით შეამციროს მოქალაქეების მიგრაცია საზღვარგარეთ. სწორედ ეს არის ის პროექტი, რომელიც ამას ხელს უწყობს და ჩვენს მიგრანტებს, რომლებიც დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.” – თქვა ზვიად შალამბერიძემ.
სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავად შეარჩიეს.
მიმდინარე 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, გრანტს 200-მდე ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქე მიიღებს, მათ შორის 76-ს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცემა.
ყოფილი მიგრანტებისთვის ტექნიკის გადაცემა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის მიზანია ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
პროგრამის მიზანია ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.