სოციალურ ქსელში ვირუსული ლინკი ვრცელდება.

Მომხმარებლები კომპანია კარფურის სახელით შეტყობინებას იღებენ, ლინკზე გადასვლის შემდეგ, კი კომპანია მათ კითხვარის შევსებას და საჩუქრებს სთავაზობს.

 

კარფურში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთავაზება კომპანიას არ ეკუთვნის და სქემა თაღლითურია.

,,შევიტყვეთ რომ ბევრი თქვენგანი იღებს საეჭვო შეტყობინებებს Carrefour – ის სახელით. გაცნობებთ რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოაგენს სინამდვილეს და არ იგზავნება კარფურ საქართველოს მხრიდან!

კარფურის ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება კარფურის ოფიზიალურ Facebook და Instagram გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდსა და აპლიკაციაში!’’-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

როგორ ამოვიცნოთ კიბერ თაღლითები და როგორ დავიცვათ მათგან თავი? -ამ თემაზე რადიო ,,ძველ ქალაქს’’ ციფრული მოქალაქეობის ტრენერი, თემურ ჯვარშეიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში არ უნდა გავცეთ ჩვენი საბანკო მონაცემები, არც ბარათის და არც მობაილ ბანკის. თუმცა თაღლითები, პირველ რიგში, მომხმარებლის ნდობის მოპოვებას სხვადასხვა გზებით ცდილობენ, ამიტომ ბევრი ადამიანი ცდება.

,,თავიდან გვიკავშირდებიან და თავს გვაცნობენ, როგორც კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიის წარმომადგენლები, შეიძლება დაგვიკავშირდნენ როგორც ელ-ფოსტაზე, ასევე ფეისბუქზე ან ტელეფონზე. Შემდეგ როცა ნდობას მოიპოვებენ, გადადიან საქმეზე, გვეუბნებიან, რომ რაღაც გათამაშებაა ან რაიმე მსგავსი და გვთხოვენ პირად მონაცემებს. ამ დროს ბევრი შეჰყავთ შეცდომაში. თუ ერთი კონკრეტული პროფილი დაინფიცირდა, ის ავტომატურად აგზავნის ვირუსულ შეტყობინებას მეგობრებთან. Როცა შეტყობინება მოგდის ფეისბუქ მეგობრისგან, რომელსაც შეიძლება ბოლოს ხუთი წლის წინ ესაუბრე და ეს შეტყობინება მხოლოდ ლინკია და მეგობარს არც მოუკითხიხარ, ბუნებრივია, რომ საქმე სხვა რაიმესთან გვაქვს.  ამ დროს საჭიროა დავაკვირდეთ საიტის მისამართს( შეიძლება მას წამძღვარებული ჰქონდეს, რომ გათამაშებაა), თუ ლურჯად ჩანს და საჭიროა ერთი დაწკაპუნება, არ უნდა დავაწკაპუნოთ, თორემ ჩვენი მოწყობილობა ავტომატურად დაინფიცირდება. Მიუხედავად იმისა, შევიყვანთ თუ არა მონაცემებს, ღილაკზე ერთი თითის დაჭერაც საკმარისია, რომ მოწყობილობა დავაინფიციროთ. Ჩვენი დავირუსებული პროფილი კი შეტყობინებას ჩვენს მეგობრებთანაც გაგზავნის და სავარაუდო დაზარალებულთა რიცხვიც გაიზრდება. ხოლო თუ პირად მონაცემებს შევიყვანთ, ფაქტობრივად, საბანკო ანგარიშებს გაგვინულებენ. Ჩვენი პირადი მონაცემები -პირადობის მოწმობის სურათი, ბარათის სურათი, ბარათის ციფრები, ონლაინ ბანკის მონაცემები-ეს ყველაფერი ჩვენი პერსონალური ინფორმაციაა და არ უნდა გავცეთ. არის შემთხვევები, როცა თაღლითები ბანკის სახელით გვიკავშირდებიან და გვემუქრებიან, რომ თუ ჩვენს მონაცემებს არ მივწერთ, ქონებას დაგვიყადაღებენ ან საბანკო ანგარიშებს გაგვინულებენ, ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ გადაწყვეტილება სწრაფად მივიღოთ და არ გვქონდეს დრო ბანკში დასარეკად და ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, ასეთ დროს არ უნდა შევცდეთ,’’-ამბობს თემურ ჯვარშეიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *