ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორიც იყო მე-3 და მე-4.
“არის რამდენიმე ფაქტორი, პირველი: მეტი სრულად ვაქცინირებული, მეორე: საზოგადოების მიერ შეძენილი მეტი გამოცდილება, პასუხისმგებლობა და რეგულაციების აღსრულების მეტი კულტურა და მესამე: ახალი სამკურნალო საშუალებები შემოტანა და დანერგვა”, — განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.
კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ტალღის შემთხვევაში დარტყმის მთავარი სამიზნე არავაქცინირებული ადამიანი იქნება და მორიგი ტალღის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია, სწრაფი ვაქცინაცია და რეგულაციების აღსრულება.
“სწრაფი ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პირობებში, არავაქცინირებული ადამიანი გახდება ძალიან ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე. ამდენად, მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან მცირე დარჩეს საზოგადოებაში არავაქცინირებული ჯგუფი,”– ამბობს თამარ გაბუნია.
გაბუნიას თქმით, პირბადე და სოციალური დისტანცირება კიდევ დიდხანს დაგვჭირდება.