იუსტიციის სამინისტრო ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის შეღავათებს აწესებს.

 

ვაქცინირებული მოქალაქეები ორი თვის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილით უფასოდ, ნაწილით კი განახევრებულ ფასად ისარგებლებენ.

უფასო მომსახურება ვრცელდება:

1) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებვა და შეწყვეტა.

2) უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება

50%-იანი შეღავათი ვრცელდება შემდეგი სახის მომსახურებაზე:

1) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების ცნობა

2) ID ბარათზე სერთიფიკატის განახლება.

შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

Საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. Მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ფაიზერის, ასტრაზენეკას, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებს შორის შეუძლიათ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 802 083, ხოლო სრულად – 393 420 მოქალაქე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *