საქართველოს დამოუკიდებლობის
დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 247 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.
ფიცის დადების ცერემონია თბილისის პარალელურად, კიდევ 5 ლოკაციაზე: სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართა.
ფიცს დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას. გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება.
კორონავირუსის პრევენციიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა არ იმართება.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.