სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისში მომუშავე

ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო სააგენტოს გადაწყვეტილება სოციალური მუშაკის მაია ქამუშაძის გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე მხარეს “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო”-ში ქამუშაძის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება დაევალა. სასამართლომ გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს გამოაცხადა. მაია ქამუშაძე სამსახურიდან 2020 წლის 1-ლ თებერვალს, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მიზეზით გაათავისუფლეს. როგორც ქამუშაძე ამბობს, გათავისუფლების მიზეზი არარეალური იყო.

“გათავისუფლება მოხდა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. არანაირი არგუმენტაცია არ ყოფილა, რატომ გამათავისუფლეს მე და არა სხვა. მიზეზი იყო არასწორი, რადგან იქ რეალურად არანაირი შემცირება არ ყოფილა. პირიქით, გაიზარდა რაოდენობა. ვითხოვდი პასუხს რატომ და დავიწყეთ სასამართლოში დავა. სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები,”-განაცხადა მაია ქამუშაძემ.

საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ პერიოდში 33 სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს, მათ შორის 7 იმერეთის, ხოლო 4 ქუთაისის მასშტაბით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *