საქართველოს მთავრობის ინიციატივით,
კომპანია „ენკა რინიუებლზ“ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ კვლევებს სპეციალურად შექმნილ ექსპერტთა საბჭოს გადაცემს.
,,ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან – ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები,’’ –განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა.
ნათია თურნავას თქმით, საბჭოს შემადგენლობაში ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები გაერთიანდნენ.
საბჭოს სია:
- გურამ ნიკოლაშვილი, ჰიდროალიანსი
- დავით მირცხულავა
- რევაზ არველაძე
- არჩილ მოწონელიძე
- პაატა ცინცაძე
- ლეონტინა გალდავა
- გრიგოლ ხელიძე
- ივანე ნონიევი
- მალხაზ მიმინოშვილი
- ედიშერ კაცაძე
- ნინო ჩხობაძე
- აკაკი ფანჩულიძე
- მედგარ ჭელიძე
- იოსებ ცაბაძე
- ნიკოლოზ ინაშვილი
- ომარ ქუცნაშვილი
- თამაზ ჭელიძე
- ნინო წერეთელი
- ალექსანდრე მირცხულავა
- ზურაბ გორჯოლაძე
- ბაადურ უკლება
- ანზორ ჭითანავა
- თეა გოდოლაძე
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აქტივისტები და მოსახლეობა 173 დღეა აპროტესტებს. ისინი თავდაპირველად, სოფელ ნამოხვანში კარვებში ათევდნენ ღამეებს, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათი კარვები დაშალა, პროტესტის ლოკაცია გუმათჰესია.
15 აპრილს, რიონის ხეობიც მცველები პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვლენილ მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რიონის ხეობის მცველების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა ქუთაისის მერიაში საავტომობილო კოლონის, სიგნალების და აქციის მონაწილეთა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა მთავრობას სამი პირობა წამოუყენეს: შეწყდეს ჰესის სამუშაოები, გავიდეს ხეობიდან პოლიცია და დაბრუნდნენ ნამოხვანში პროტესტის ჩვეული რეჟიმით.