სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები
სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვენ. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არიან შეკრებილნი, სადაც 6 აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
მანამდე ხმაური იყო იმერეთის სამხარეო პოლიციასთან, სადაც აქციის მონაწილეები თავდაპირველად იყვნენ შეკრებილნი. მათ გზა გადაკეტეს და პოლიციას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, ამით ისინი აქტივისტების დაკავების გამო სამართლიან პროტესტს გამოხატავენ.
13 აპრილს სოფელ გუმათში სამართალდამცველებმა 6, ხოლო 14 აპრილს 4 აქტივისტი დააკავეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.