ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დამთვალიერებელს

დღეს ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გაცნობის საშუალება მიეცა. გამოფენაზე 32 ქალის ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი, მათ შორის: ნაქსოვი ჩანთები, სამკაულები, ნაქარგები და ა.შ.

 

როგორც გამოფენის დამთვალიერებლები აღნიშნავდნენ, წარმოდგენილი ნამუშევრები განსხვავებული და საინტერესო იყო.

,,აქ რომ სამკაულები ვნახე , ასეთ ბაზარზე ვერ ვნახულობ. მსგავსი ჩანთები კი სხვაგანაც იყიდება. საერთო ჯამში ძალიან მოხიბლული ვარ. განსხვავებული, შთამბეჭდავი და ორიგინალური ნამუშევრებია. ვიყიდე სამკაული და ხატი, ’’-ამბობს ერთ-ერთი დამთვალიერებელი, ნატალია ციცქიშვილი.

დღევანდელი ნამუშევრების შემოქმედი ქალები მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადების ცენტრის ბენეფიციარები არიან. საჭირო უნარები მათ ამ ცენტრში შეიძინეს. ასევე ქუთაისის ისტორიულ მუზეუმსა და მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადების ცენტრს შორის გაფორმებულ მემორანდუმის საფუძველზე 2-3 აპრილს 17 მათგანს თექის შემსწავლელი ონლაინ მასტერკლასი ჩაუტარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *