Სოფელ ნამოხვანში ჰესების წინააღმდეგ
პროტესტის ერთი-ერთი მონაწილე ადიდებულ მდინარეში გადახტა. Რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ ნაპირთან ორი ადამიანი იდგა, ერთმა მეორეს ტელეფონი მიაწოდა და უთხრა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა, რის შემდეგაც მდინარეში გადახტა, გაცურა და წყალმა გაიტაცა. Რიონის ხეობის მკვიდრის, მარიტა მუსელიანის თქმით, პოლიცია და ადგილობრივები სთხოვდნენ ნაპირისკენ გამოეცურა. მუსელიანი ამბობს, რომ პროტესტის მონაწილე ადგილობრივი არ იყო.
“Ეს ადამინები გუშინწინ მოვიდნენ კარავში. Არ ვიცი ბლოკპოსტზე როგორ გადმოუშვეს. Ჩვენთვის უცნობები იყვნენ. Რაიმე საეჭვო არავის არაფერი შეუნიშნავს. Არც თვალში მოხვედრია ვინმეს. Მოულოდნელად მოხდა მსგავსი რამ.
Არ ვიცით რა გახდა მოხდარის მიზეზი. Მეორე პირი პოლიციამ გაიყვანა. Წყალში დაახლოებით 30 წლამდე კაცი გადახტა,”-განაცხადა მარიტა მუსელიანმა.