ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 65 და 85 წლის პაციენტები
გარდაიცვალნენ. ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილია.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მათ თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ. კომისიის თავმჯდომარეს სხვა დაავადებებთან ერთად შაქრიანი დიაბეტი და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
“კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
კლინიკაში Კორონავირუსით ინფიცირებული 72 პაციენტი გადის მკურნალობას.