ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია
საჩივრების განხილვას აგრძელებს. კომისია დღეს 13 საჩივარს განიხილავს.
საოლქო კომისიაში 2 და 3 ნოემბერს 21 საჩივარი შევიდა.
საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე განიხილა არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრები, რომლებიც ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო. შენიშვნის მიცემით დაკმაყოფილდა ორი საჩივარი.