საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტში, ძირითადად დასახლებულ ტერიტორიაზე გადის.
“არსებული გზა იყო დაზიანებული, გზის საფარზე წარმოქმნილი იყო ორმოები და ჯდენები, მწყობრიდან იყო გამოსული არსებული წყალგამტარი მილები და ხელოვნური ნაგებობები, რაც მგზავრთა გადაადგილებისას საფრთხეს ქმნიდა. პროექტის შესაბამისად, სრულად რეაბილიტირდა გზა, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, 3 სახიდე გადასასვლელი, კიუვეტები და საგზაო ნიშნები,”-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10,6 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.