7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 34 ნიმუში აიღო.
,,7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა – პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის მცენარეულ, ცხიმებს.
დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:
§ მაწონი ,,რანინა” – დამზ. არიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა”);
§ არაჟანი ,,რანინა” – დამზ.თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა”)
§ არაჟანი ,,მილკო” – დამზ.თარიღი 18.06.20; ვარგ ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა”);
§ რძე ,,მალკო 2.5% – დამზ.თარიღი 27.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა”)
§ კარაქი ნაღების 82.5%,,რანინა” – დამზ.თარიღი 06.05.20; ვარგ. ვადა 06.08.2020 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა”);
§ არაჟანი ,,ქობულეთური 25%” – დამზ.თარიღი 24.06.2020; ვარგ. ვადა 07.07.20 (მწარმ. შპს,,მემა კომპანი”)
§ “ყველი ქართული” – დამზ.თარიღი 10.06.2020; ვარგ. ვადა – 10.08.20 (მწარმეობელი ი/მ,,სურენ კირაკოსიანი”)
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა: ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ. აგრეთვე, საწარმოებში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება.”- წერია მოწოდებულ ინფორმაციაში.