ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე გაზის მილი აფეთქდა. ადგილზე მყოფი “სოკარ ჯორჯია გაზის”
წარმომადგენლის თქმით, მილების ტესტირება მიმდინარეობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
“მილში ბუნებრივი აირი არ იყო. რაიმე ტიპის ხანძარი არ ყოფილა. ტესტირება ტარდებოდა ჰაერით, რა დროსაც მილმა წნევას ვერ გაუძლო. სერიოზულ შემთხვევას ადგილი არ გქონია,”-აცხადებს ადგილზე მყოფი კომპანიის წარმომადგენელი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.