ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარი მოეწყო. როგორც სამუშაოების შემსრულებელი
კომპანიის დირექტორი, მანანა მარუაშვილი ამბობს, პანდემიის გამო სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას მერიამ ვადა 10 ივლისამდე გაუხანგრძლივა.
“დარჩენილია კეთილმოწყობის სამუშაოები. დასაგებია ბალახი და მისაყვანია ელექტროენერგია. საცდელად დროშაც აღვმართეთ. 10 ივლისამდე გვაქვს ვადა და ამდენი ხანი, სავარაუდოდ, არ დაგვჭირდება. ალბათ, მერია შემდეგ იზრუნებს გახსნაზე. მთავარი კონსტრუქციის მოწყობა უკვე დასრულებულია. პანდემიის გამო ვადა 10 ივნისამდე გადაწიეს,”-ამბობს მანანა მარუაშვილი.
დროშის დგარის მოსაწყობად ტენდერები რამდენჯერმე ჩაიშალა. ბოლოს სამუშაოების შესრულება “ნიუ იბერიამ” ტენდერში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. სამუშაოების ვადები არაერთხელ გახანგრძლივდა. დგარის მოსაწყობად 49 959 ლარი დაიხარჯა.