ტარდება „COVID-19-ის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საქართველოში”. რომლის მიზანია

შევაფასოთ ჩOVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული სტრესის ზეგავლენა საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და, ასევე, შევისწავლოთ, თუ როგორ ვუმკლავდებით მოცემულ სიტუაციას.
კვლევას ატარებენ ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლონდონის ტროპიკული მედიცინის სკოლის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მონაწილეობა შეუძლია 18 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერ ადამიანს. კვლევის ხანგრძლივობაა 15 წუთი.
მიღებული მონაცემების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები მოსახლეობის ფსიქიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. აქედან გამომდინარე, თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გთხოვთ მოცემული ბმული გაავრცელოთ, რათა მოვიცვათ მაქსიმალურად მეტი ადამიანი და გავითვალისწინოთ მათი აზრი და მდგომარეობა.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!

გთხოვთ გაჰყვეთ ამ ბმულს და გადახვიდეთ კითხვარზე: https://gipmhpss.onlinesurveys.ac.uk/covid-19-c-3

.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *