,,ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების
მეექვსე ეტაპზე.” – ამის შესახებ განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხელშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
,,ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე. მეექვსე ეტაპია ის, როდესაც საგანმანათლებლო აქტივობები განახლდება და შესაბამისად ფინალური გამოცდები საგნებში ჩატარდება ამ პერიოდში. რაც შეეხება შუალედურ გამოცდებს, სამინისტროს რეკომენდაციით უნივერსიტეტებმა მშვენივრად მოახდინეს ამის ადაპტაცია და ეს პრობლემა მოხსნილია.”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.