ვანში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნება. როგორც საგანგებო სიტუაციების
კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განცხადა, მნიშვნელოვანია, სამედიცინო პერსონალს ღირსეული სამუშაო გარემო ჰქონდეს. ახალი შენობის გახსნა ვანში 11 მაისს იგეგმება.
,,ხვალ ვაპირებთ ვანის სასწრაფო დახმარების ცენტრი გაიხსნას. ეს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. შარშან გავხსენით რამდენიმე შენობა. მომავალშიც გავაგრძელებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სასწრაფო დახმარების სამსახურს ჰქონდეს ახალი შენობა.”- განაცხადა თალაკვაძემ.
იმერეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ახალი ადმინისტრაციული შენობა დღეს წყალტუბოსა და თერჯოლაში გაიხსნა.