ევროკავშირმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ
multicat=36 და FAO-მ საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს.
გრანტების გაცემა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება როგორც ბოსტნეულის, მარცვლეულის, კარტოფილის, ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორებში, ასევე თაფლისა და ღვინის წარმოების მიმართულებით.
როგორც FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი აცხადებს, რთული გარემოებების მიუხედავად, ფერმერთა და მწარმოებელთა დახმარების პროგრამას FAO და ევროკავშირი შეუფერხებლად გააგრძელებენ.
“ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერების თანადგომა. გაზაფხულია და არ უნდა შეფერხდეს სასოფლო-სამეურნეო პროცესები, მიწის დამუშავება, რათა ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ დავუშვათ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას ამ მიმართულებით”, – განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა.