ქუთაისის მერიამ სააღდგომო ნობათების
გაცემა დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ნობათებს სოციალურად დაუცველი ოჯახები სახლში მიიღებენ. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ნობათები შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით დარიგდება, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. სასურსათო კალათების დარიგება 17 აპრილამდე დასრულდება.
ნობათის შემადგენლობა ასეთია: 1 ცალი გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, 1 ცალი შედედებული რძე, 1 ლიტრი ზეთი, 1 ცალი კარაქი, 10 ცალი კვერცხი, 2 კგ პურის ფქვილი, 1 ცალი პასკა.