აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 14 აპრილს, სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი
კონკურსი ონლაინ ფორმატით ჩარდება. კონკურსის, ,,ვინ უკეთ წერს”, ფარგლებში სტუდენტები ჩანახატს, ნოველას, ლექსს შექმნიან.
,,14 აპრილს, 14 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კონკურსი”ვინ უკეთ წერს”.
კონკურსი ითვალისწინებს განსაზღვრულ დროში (45 წთ) მოცემულ თემაზე თხზულების (ჩანახატის, ნოველის, ლექსის…) შექმნას.
მონაწილეობა შეუძლია აწსუ ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს (მაგისტრანტს).
კონკურსი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინპლატფორმაზე (Microsoft Teams) დარეგისტრირებულ ჯგუფში “საქართველოს სახელმწიფო ენა”.
სტუდენტები კონკურსში ჩაერთვებიან კორპორაციული ფოსტის საშუალებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი, ტელეფონის ნომერი, კორპორაციული ფოსტის მისამართი) უნდა გამოგზავნონ “სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის” სასაუბროში.
რეგისტრაციის ვადა: 13 აპრილის 19 საათამდე.”- ნათქვამია განცხადებაში.
კონკურსი: “ვინ უკეთ წერს”, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 10 წელზე მეტია ტარდება.