ახალგაზრდა პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი მარია კანალსის ბარსელონას პიანისტთა 66-ე საერთაშორისო
კონკურსისათვის წინასაკონკურსო კონცერტს ინსტაგრამის მეშვეობით გამართავს. კორონავირუსის გამო, ისევე როგორც სხვა არაერთი მასშტაბური ღონისძიება, პიანისტთა კონკურსიც დროებით გადაიდო. როგორც სანდრო გეგეჭკორი ამბობს, ივლისამდე, სანამ კონკურსი ჩატარდება 29 მარტს, ინსტაგრამის საშუალებით პირდაპირ ეთერში ჩაერთვებათ და 20 წუთიან პროგრამას (შოპენი, დე ფალია, ბეთჰოვენი) წარადგენეს. ასევე ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
,,მარია კანალსის კონკურსმა შემომთავაზა პირდაპირი ეთერით ჩართვა ინსტაგრამის საშუალებით და წინასაკონკურსო მინი კონცერტი. 29 მარტს, მათი დროით 19:00, ჩვენი დროით 22:00 საათზე. თუ გნებავთ, რომ ნახოთ, უნდა გქონდეთ ინსტაგრამი და შეხვიდეთ ჩემს პროფილზე – Gegechkor ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის.”- აცხადებს პიანისტი.
მარია კანალსის ბარსელონას პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსში 18-დან 36 წლამდე პიანისტები იღებენ მონაწილეობას. ის დაარსდა 1952 წელს და 1958 წლიდან არის ჟენევის საკონკურსო ფედერაციის წევრი.მარია კანალსის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია და ესპანეთის დედოფლის პატრონაჟით იმართება.