კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო
დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულები ერთ კივირინ თვიზიოლაციის რეჟიმში იცხოვრებენ. მათ მიეცათ რეკომენდაციები და შეეძლებათ ექმებთან დისტანციურად იკონტაქტონ და საჭიროების შემთხვევაში ყველა სერვისით ისარგებლონ.
,,ვიწყეთ სასიამოვნო ინფორმაციით. გუშინ გითხარით, რომ ვაწარმოებთ მონიტორინგს პაციენტებზე და 2 პაციენტთან უკვე განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა პაციენტმა დატოვა უკვე ჩვენი დაწესებულება. მეორე დღეს დატოვებს.”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ჯამში საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსისგან 3 პაციენტი განიკურნა.
დადასტურებულია 54 შემთხვევა, კარანტიმში იმყოფება 2959 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყირეობის ქვეშ რჩება – 291.