ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 პაციენტს კორონავირუსი
არ დაუდასტურდა. მათ შორისაა წყალტუბოს საკარანტინო ზონაში მყოფი 2 მოქალაქე. ამის შესახებ კლინიკაში განაცხადეს.
ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 6 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებს შორის არიან წყალტუბოს საკარანტინო ზონაში და თვითიზოლაციაში მყოფი პირები. ისინი კლინიკაში ტემპერატურითა და გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს.
ანალიზების შედეგები, სავარაუდოდ, დღის ბოლოს იქნება ცნობილი.