საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით 3 პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო
ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განმარტებით, ერთი პაციენტი კლინიკაში 3 დღის წინ, ხოლო 2 გუშინ შეიყვანეს.
“პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდა. მივიღეთ დადებითი პასუხი. ისინი აგრძელებენ მკურნალობას ჩვენი ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რაიმე გართულებები არ აქვთ,”-განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.
ქამუშაძის განმარტებით, კორონავირუსის მქონე პაციენტებს უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ჰქონდათ კონტაქტი.
პაციენტები კლინიკაში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან.