ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით
7 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან. ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხები ცნობილი დღეს გახდება. პაციენტებს შორისაა 2 წლის ბავშვი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ 7-ვე პაციენტს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. ისინი ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.