იმერეთისა და ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით გასული წლის დეკემბერში,
multicat=36 მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ქუთაისში ტურსიტების რაოდენობა გაზრდილია. თუ წინა წელს საინფორმაციო ცენტრს 1349 ვიზიტორმა მიაკითხა, ახლა ეს მაჩვენებელი 2206-ს შეადგენს.
თვეების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება:
,,2 მარტს DMO Imeret-მა გამოაქვეყნა მომატებული სტატისტიკური მონაცემები 2019-2020 წლის ზამთრის სეზონთანთან დაკავშირებით, მოგვიანებით ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც ტატო ლილუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით წინა წლის ზამთართან შედარებიღ ქუთაისის ცენტრში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. საუბარია სამ თვეზე, დეკემბერი,იანვარი და თებერვალი.სავსებით ლოგიკურია,რომ მას შემდეგ რაც საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები და ქვეყანა რისკ ქვეყნების კატეგორიაში აღმოჩნდა ტურისტების შემოდინების დინამიკა საგრძნობლად დაიკლებს. ჩვენმა სამსახურმა უკვე დააგზავნა მეილები როგორც სასტუმროებთან ასევე ტურისტულ კომპანიებთან რათა მივიღოთ შედარებით ზუსტი სურათი შექმნილი ვითარების შესახებ.” – განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას DMO Imeret- ის ელქტრონული მარკეტინგის, მედიისა და პიარის მენეჯერმა მარი დევიძემ.
მისივე თქმით, საინფორმაციო სერვის ცენტრში მიღებულია პრევენციისთვის აუცილებელი და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით აუცილებელი ზომები. შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
,,კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და მსოფლიო მაშტაბით სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ტურიზმის სფეროში, ასეთ ვითარებაში პრიორიტეტი ადამინების ჯანმრთელობაა და აქედან გამომდინარე ყველა იმ რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესრულებაა,რომლებსაც გასცემენ შესაბამისი უწყებები.” – ამბობს მარი დევიძე.
ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის სფეროს წამომადგენლებთან ვირუსის გავლენას ქართულ კონომიკაზე განიხილავს. საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ზეგავლენა იყოს მინიმალური.