,,ჩაის გზა”, ,,ჩხავერის ისტორია” და ,,ღვინის გზა” – ქუთაისში ტურისტულ პროექტებს წარადგენენ.
multicat=36 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილება, 4 მარტს, ქუთაისში, ოზურგეთის ტურისტული პოტენციალის გაცნობის და მომავალი თანამშრომლობის მიზნით, რამდენიმე პროექტს წარადგენს.
როგორც რადიო ,,ძველი ქალაქს” აცნობეს, სხვა საკითხებთან ერთად ასევე წარადგენენ გურულ ფოლკლორს, როგორც ტურისტულ პროდუქტს.
პრეზენტაციაზე წარმდგენები თავად მეწარმეები იქნებიან.
,,მიგვაჩნია, რომ შეხვედრა, დაინტერესებული მხარეებისთვის, იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მიმდინარე სეზონზე ოზურგეთის ახალი ტურისტული პროდუქტის და ახალი შეთავაზებების გასაცნობად და შემდგომი თანამშრომლობისთვის.” – წერია ოზურგეთის ტურიზმის განყოფილების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.