ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურ ცენტრში გადაყვანილი მგზავრის
ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ინფექციონისტმა ნესტან ჭეიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტის ანალიზები კვლევისთვის გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.
,,პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური არსებითი გართულებების გარეშე. ის რჩება ჩვენს კლინიკაში, ბოქსირებულ პალატაში. ამ დილით დაუფიქსრია ტემპერატურა 38,5. ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ვურუსულ ინფექციებზე, გრიპზე და მათ შორის კორონა ვირუსზე შესამოწმებლად. პასუხები დღეს ან მაქსიმუმ ხვალ იქნება ცნობილი. ამჟამად მკურნალობა ვირუსლუილი ინფექციის შესაბამისად უტარდება.”- განაცხადა ექიმმა ინფექციონისტმა ნესტან ჭეიშვილმა.