ქუთაისში გათავისუფლებული სოციალური მუშაკების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
სოციალური მუშაკები და მათი მხარდამჭერები დღეს, 14 თებერვალს, 19:00 საათზე მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბებიან.
,,ზუსტად 1 წლის წინ სოციალურმა მუშაკებმა საჯაროდ ამხილეს სისტემა, რომელიც ძალადობრივად ეპყრობოდა დასაქმებულებს და ვერ იცავდა ბენეფიციარებს. კადრების კრიტიკული სიმწირე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. ერთი წლის თავზე კი ვხედავთ სადამსჯელო ღონისძიებას სოციალური მუშაკების მიმართ, მოგიწოდებთ პროფესიულ თემს, მხარდამჭერებს, მოქალაქეებს შემოგვიერთდით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკანონოდ გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს და მოვითხოვოთ მათი უკონკურსოდ აყვანა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში.”- აცხადებენ ორგანიზატორები.
იმერეთიდან 7 სოცილაური მუშაკია გათავისუფლებული.
სოციალური მუშაკების სოლიდარობის აქცია თბილისშიც გაიმართება. აქციები ორივე ქალაქში ერთდროულად დაიწყება.
ფოტო: რადიო ,,ძველი ქალაქი” (არქივი)